
ავტორი
Front News საქართველო
სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ პრეზიდენტს აქვს საფუძველი, შეიწყალოს დეკანოზი გიორგი მამალაძე, – ამის შესახებ ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა აცხადებს.
მისი თქმით, ეს იქნება ერთ-ერთი საუკეთესო გამოსავალი.
“როგორი სიცრუეა, თითქოს მთელმა სინოდმა პრეზიდენტს 3 წლის წინ ერთობლივი თხოვნით მიმართა, რომ შეეწყალებინათ ერთი გაჭირვებული ავადმყოფი მღვდელი და პრეზიდენტი თითქოს არ იწყალებს.
დიდი წარმოდგენის არ ვარ ამ ქალბატონზე და პირადად ვიყავი წინააღმდეგი არჩევნების დროს მისი კანდიდატურის, სხვა მის “საგმირო საქმეებს“ რომ თავი დავანებოთ, 3 წელია, თავის თავზე იღებს, თითქოს საპატრიარქო და სინოდი თხოვს მას და ის არ იწყალებს.
ახლა მას აქვს საფუძველი, თუმცა ვერ გაბედავს ისევ საპატრიარქოსთან და ასევე ხელისუფლებასთან შეთანხმების გარეშე, შეათანხმოს ეს საკითხი და რაღაც გონივრულ ვადაში მიიღოს გადაწყვეტილება. ეს იქნება საუკეთესო გამოსავალი“, – განაცხადა პეტრე ცაავამ.
თაგები:
პეტრე ცაავა
მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს