Logo

“ვერ გავიმარჯვებთ, თუ ძალები არ გავაერთიანეთ”

საზოგადოება
868
Frontnews image description

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ნიკა მელია "მთავართან" ინტერვიუში აცხადებს, რომ ძალების გაერთიანების გარეშე ივანიშვილის რეჟიმს ვერ დაამარცხებენ. ის ასევე ეხება იმ შეთანხმებასაც, რომელიც მედიაციის მონაწილეობით, მმართველ ძალასა და ოპოზიციის ნაწილს შორის დაიდო. 

"ერთობაზეა ხშირად საუბარი, მაგრამ ერთობა, მე რაც პოლიტიკაში ვარ არასოდეს არ მინახავს. კონკრეტული საკითხების გარშემო ძალები გავაერთიანეთ ხომ? კონსულტაციები ჩემთან მეტ-ნაკლებად იყო შესაძლებელი, სატელეფონო ზარების მეშვეობით მათ შორის. როცა მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, იქ აძლევდნენ შესაძლებლობას გვერდით ოთახში გასულიყვნენ და დაერეკათ ჩემთვის. უშუალოდ იმ დღეს, როცა ხელი ეწერებოდა ამ დოკუმენტს, მე არ ვიყავი საქმის კურსში. რაც მოხდა, როგორც მოხდა, ბევრისთვის მისაღები იყო, ბევრისთვის მიუღებელი იყო, მოხდა ხო? ვფიქრობ, რომ ის ნაწილი ოპოზიციის ვინც ხელი მოაწერა ამ დოკუმენტს, არ შეიძლება რომ იმ პლატფორმაზე ბრძოლის, რომელზეც ისინი შევიდნენ, მარტო დავტოვოთ. უნდა ვიმსჯელოთ პარტიაში, მოკავშირეებთან, ყველასთან. 

ჩემი აზრით, თუ ვიღებთ ისეთ მოცემულობას, რომ ნაწილი ოპოზიციის არის პარლამენტს გარეთ, რაც ლეგიტიმურია, პოლიტიკა აქაც კეთდება და მეორე ნაწილი შიგნით, გარდაუვალია კონფლიქტი ამ ძალებს შორის, რაც ვის აწყობს? – აწყობს ივანიშვილს. ნიშნის მოგებით საუბარი უნდა შევწყვიტოთ. ორ ადამიანს, ორ სუბიექტს, ორ დაჯგუფებას შორის, რაღაცა გაუგებრობა რომ ხდება, ყოველთვის ცხოვრებაში ორივეს ბრალია, ვიღაცის მეტად, ვიღაცის -ნაკლებად. ჩვენ ერთნაირები ვერ ვიქნებით, მაგრამ უმნიშვნელოვანესს საკითხებთან დამოკიდებულება, უნდა გვქონდეს ერთნაირი. ესაა რეჟიმის ცვლილება. ვერ გავიმარჯვებთ, თუ ძალები არ გავაერთიანეთ. ეს უნდა იყოს მაღალი დონის კოორდინაცია", – აცხადებს მელია.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები