Logo

ვერტმფრენი, 107 დრონი, 1500-ზე მეტი ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
04.01.2025 / 10:52
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 794 760 (+1510) ჯარისკაცი დაკარგა.

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 25.02.22-დან 04.01.24: ტანკები – 9679 (+2), ჯავშანტექნიკა – 20 093 (+23), საარტილერიო სისტემები – 21 578 (+23), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 1257 (+0).

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 1032 (+0), თვითმფრინავები – 369 (+0), ვერტმფრენები – 331 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 21 356 (+107), ფრთოსანი რაკეტები – 3006 (+3).

მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 28 (+0). წყალქვეშა ნავები – 1 (+0). საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 32 843 (+73), სპეციალური ტექნიკა – 3675 (+0).

Advertisement