Logo

ვერტმფრენი, 12 ტანკი, 580 ოკუპანტი ერთ დღეში – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
785
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 217 910 (+580) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 15.06.2023-მდე: ტანკები – 3955 (+12), ჯავშანტექნიკა – 7667 (+14), საარტილერიო სისტემები – 3793 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 604 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 364 (+0), თვითმფრინავები – 314 (+0), ვერტმფრენები – 301 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3333 (+9), ფრთოსანი რაკეტები – 1199 (+3). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6506 (+24), სპეციალური ტექნიკა – 519 (+3).

 

15 ივნისის ღამეს რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს უკრაინას რაკეტებისა და კამიკაძე დრონების გამოყენებით. აფეთქებები ისმოდა ოდესასა და კრივოი-როგში. უკრაინის თავდაცვის ძალებმა გაანადგურეს 13-ვე უპილოტო საფრენი აპარატი, რომელიც ოკუპანტებმა ოდესის ოლქში გაუშვეს. საჰაერო თავდასხმის განგაში უკრაინაში ღამით ორჯერ გაისმა.

 

ოკუპანტები ზედიზედ ორი დღეა, თავს ესხმიან ოდესას და კრივოი-როგს. 13 ივნისს კრივოი-როგში მაღალსართულიან შენობას თავდასხმის შედეგად დაიღუპა 12 ადამიანი, გუშინ კი, 14 ივნისს, ოდესას დაესხნენ თავს – სამი ადამიანი დაიღუპა, 13 დაშავდა.

Advertisement