ვერტმფრენი, 12 ტანკი და 650 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინელმა დამცველებმა გასული დღის განმავლობაში კიდევ 650 ოკუპანტი გაანადგურეს. ასევე, რუსულმა ჯარებმა დაკარგეს კიდევ ერთი ვერტმფრენი, 12 ტანკი და 9 ჯავშანტექნიკა.
სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ერთი წლის განმავლობაში რუსეთმა უკრაინაში 147 470 (+650) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 25.02.2023-მდე: ტანკები – 3 375 (+12), ჯავშანტექნიკა – 6 609 (+79), საარტილერიო სისტემები – 2373 (+10), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 475 (+1).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 247 (+0), თვითმფრინავი – 299 (+0), ვერტმფრენები – 288 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2035 (+2), ფრთოსანი რაკეტები – 873 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 5 235 (+11), სპეციალური ტექნიკა – 230 (+1).


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს