Logo

ვერტმფრენი, 16 ტანკი, 600-მდე ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
665
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 252 200 (+580) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 10.08.2023-მდე: ტანკები – 4278 (+16), ჯავშანტექნიკა – 8303 (+13), საარტილერიო სისტემები – 5028 (+15), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 711 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 469 (+0), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 313 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4179 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 1377 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7495 (+16), სპეციალური ტექნიკა – 746 (+4).

Advertisement