ვერტმფრენი, 30 საარტილერიო სისტემა, 580 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.
ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 223 910 (+580) ჯარისკაცი დაკარგა.
ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 24.06.2023-მდე: ტანკები – 4024 (+7), ჯავშანტექნიკა – 7804 (+6), საარტილერიო სისტემები – 4015 (+30), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 619 (+2).
საჰაერო თავდაცვის სისტემები – 383 (+4), თვითმფრინავები – 314 (+0), ვერტმფრენები – 308 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3460 (+13), ფრთოსანი რაკეტები – 1228 (+14). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).
საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 6731 (+23), სპეციალური ტექნიკა – 548 (+3).
გენერალური შტაბის ინფორმაციით, დღის განმავლობაში ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე 28 შეტაკება მოხდა.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს