Logo

ვერტმფრენი, 4 დრონი, 390 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
677
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.  

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 176 630 (+390) ჯარისკაცი დაკარგა.     

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 06.04.2023-მდე: ტანკები – 3 631 (+2), ჯავშანტექნიკა – 7013 (+8), საარტილერიო სისტემები – 2 714 (+7), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 532 (+0).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 281 (+1), თვითმფრინავი – 306 (+0), ვერტმფრენები – 292 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 2287 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 911 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  5574 (+1), სპეციალური ტექნიკა – 302 (+3). 

Advertisement