Logo

ვერტმფრენი და 500-მდე ოკუპანტი ერთ დღეში – უკრაინის გენშტაბი განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს

უკრაინა
26.07.2023 / 10:12
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 243 680 (+460) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 26.07.2023-მდე: ტანკები – 4177 (+3), ჯავშანტექნიკა – 8136 (+5), საარტილერიო სისტემები – 4727 (+22), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 698 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 457 (+3), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 310 (+0), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3993 (+16), ფრთოსანი რაკეტები – 1307 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7211 (+17), სპეციალური ტექნიკა – 708 (+5).

 

გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ კუპიანსკის, ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები