Logo

ვერტმფრენი და 500-ზე მეტი ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
1262
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 250800 (+560) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 08.08.2023-მდე: ტანკები – 4254 (+10), ჯავშანტექნიკა – 8278 (+8), საარტილერიო სისტემები – 4996 (+19), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 709 (+0).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 468 (+1), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 312 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 4158 (+4), ფრთოსანი რაკეტები – 1377 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  7460 (+9), სპეციალური ტექნიკა – 737 (+2).

Advertisement