Logo

ვერტმფრენი და 540 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
961
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.

 

ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 235020 (+540) ჯარისკაცი დაკარგა.

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02.22-დან 11.07.2023-მდე: ტანკები – 4089 (+4), ჯავშანტექნიკა – 7983 (+17), საარტილერიო სისტემები – 4385 (+14), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 672 (+4).

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 414 (+0), თვითმფრინავები – 315 (+0), ვერტმფრენები – 310 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 3693 (+7), ფრთოსანი რაკეტები – 1271 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 18 (+0).

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი –  6966 (+29), სპეციალური ტექნიკა – 640 (+8).

 

გენერალური შტაბის ცნობით, ოკუპანტები ძირითად ძალისხმევას მიმართავენ ლიმანის, ბახმუტის, ავდეევკის და მარინკის მიმართულებებზე, გასულ დღეს 30 საბრძოლო შეტაკება მოხდა.

Advertisement