Logo

ვერტმფრენი, საჰაერო თავდაცვის სისტემა და 750 ოკუპანტი – რუსეთის ახალი დანაკარგები უკრაინაში

უკრაინა
778
Frontnews image description

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი რუსეთის საბრძოლო დანაკარგების შესახებ განახლებულ მონაცემებს აქვეყნებს.    

 

გენშტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე რუსეთმა უკრაინაში დაახლოებით 108 190 (+750) ჯარისკაცი დაკარგა.            

 

ოკუპანტების სავარაუდო ჯამური საბრძოლო დანაკარგი უკრაინაში 24.02-დან 03.01.2023-მდე: ტანკები – 3 036 (+5), ჯავშანტექნიკა – 6 100 (+7), საარტილერიო სისტემები – 2 033 (+6), მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა – 414 (+1).    

 

საჰაერო თავდაცვის სისტემები – 214 (+1), თვითმფრინავი – 283 (+0), ვერტმფრენები – 270 (+1), ოპერატიულ-ტაქტიკური დონის დრონები – 1839 (+3), ფრთოსანი რაკეტები – 723 (+0). მსუბუქი ჩქაროსნული ნავი/გემი – 16 (+0).                       

 

საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი – 4 735 (+10), სპეციალური ტექნიკა – 181 (+0).

Advertisement