Logo

“ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას”

Frontnews image description

პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ განხორციელებულ თავდასხმას გამოეხმაურა.

"ვგმობთ ჟურნალისტ ვახო სანაიას მიმართ მომხდარ ძალადობას.  ამ ინციდენტზე დროული და ეფექტური რეაგირება მკაფიო გზავნილი უნდა იყოს მათთვის, ვინც გამოსავალს ძალადობაში ხედავს", – განაცხადა თალაკვაძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით სამი პირია დაკავებული. მათი თქმით, ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა ბრალდებულებმა, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ჯგუფურად ფიზიკური ძალადობა განახორციელეს ვახო სანაიასა და მისი ნათესავის მიმართ. 

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის "ბ" და "გ" ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილ ძალადობას გულისხმობს. დანაშაული თავისუფლების 2 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს. 

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები
მსგავსი სიახლეები