Logo

ვიაჩესლავ აბროსკინი – მივმართავ რუს ოკუპანტებს, მომეცით საშუალება, ბავშვები გამოვიყვანოთ მარიუპოლიდან, სანაცვლოდ ჩემ თავს გთავაზობთ

უკრაინა
360
Frontnews image description

უკრაინელი პოლიციის გენერალი ვიაჩესლავ აბროსკინი რუს ოკუპანტებს მარიუპოლიდან ბავშვების ევაკუაციის სანაცვლოდ, საკუთარ თავს სთავაზობს. 

 

როგორც გენერალი სოციალურ ქსელში წერს, მისი ცხოვრება მხოლოდ მას ეკუთვნის და რუსებს მარიუპოლში, ჯერ კიდევ დაბომბილ ქალაქში მყოფი ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდ სთავაზობს.

 

“ჯერ კიდევ ომის დაწყებამდე, ქალაქის მაცხოვრებლებს დავპირდი, რომ „აზოვთან“ ერთად, მარიუპოლს დავიცავდი. ისე მოხდა, რომ ომს ოდესაში შევხდვი, რადგან რატომღაც დარწმუნებული ვიყავი რუსი ოკუპანტებისთვის ეს მიმართულება მნიშვნელოვანი იყო, მაგრამ ვცდებოდი. 

 

სრულიად დანგრეულ ქალაქში დღეს ბევრი ბავშვია დარჩენილი, რომლებიც ახლა რომ არ გადავარჩინოთ, უახლოეს დღეებში დაიღუპებიან, დრო გადის.

 

მივმართავ რუს ოკუპანტებს – მომეცით საშუალება, რომ ბავშვები გამოვიყვანოთ მარიუპოლიდან, ცოცხალი ბავშვების სანაცვლოდ მე ჩემს თავს გთავაზობთ. დიახ, გთხოვთ, შემიშვათ მარიუპოლში ბავშვების შეგროვებისა და გამოყვანის ორგანიზებისთვის. 3 დღე მჭირდება ქალაქში, ბოლო საგუშაგოზე ბავშვებთან ერთად დაბრუნებისას, ტყვედ ჩაგბარდებით.

 

მე ვარ პოლიციის გენერალი, რომელიც უშუალოდ უწევდა ორგანიზებას 2014 წლიდან 2018 წლამდე თქვენს წინააღმდეგ მოქმედებებს დონეცკის რეგიონში.

 

მე ვარ თქვენს სანქციების სიაში.

 

მე ვარ თქვენს მიერ ძებნილთა სიაში.

 

თქვენ მოაწყვეთ ჩემზე თავდასხმა ლიკვიდაციის მიზნით.

 

ათობით თქვენიანი მოკლეს და ათასობით თქვენი თანამზრახველი დააკავეს ჩემი მონაწილეობით.

 

მე ვარ ზუსტად ის გენერალი, რომელიც, ალბათ, ყველაზე ახლოს არის ცნობილ „აზოვის“ პოლკთან.

 

ეს ჩემი პირადი ინიციატივაა.

 

ჩემი სიცოცხლე მარტო მე მეკუთვნის და მას ჯერ კიდევ მარიუპოლში მყოფი ბავშვების სიცოცხლის სანაცვლოდ გთავაზობთ“, – წერს ის.

 

გენერალი წერს, რომ პოსტის გამოქვეყნების შემდეგ ბევრი დაუკავშირდა და ოფიცრების გუნდი მზადაა, ბავშვების გადასარჩენად მტერს ჩაბარდნენ.

 

<iframe src=”https://www.facebook.com/plugins/post.php?href=https%3A%2F%2Fwww.facebook.com%2FVyacheslav.Abroskin%2Fposts%2F2851638315128824&show_text=true&width=500″ width=”500″ height=”316″ style=”border:none;overflow:hidden” scrolling=”no” frameborder=”0″ allowfullscreen=”true” allow=”autoplay; clipboard-write; encrypted-media; picture-in-picture; web-share”></iframe>

თაგები:

უკრაინა
Advertisement