ვიაჩესლავ ვოლოდინი – ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა გაცვალონ


ავტორი
Front News საქართველო
ნაცისტი დამნაშავეები გაცვლას არ უნდა დაექვემდებარონ და სასამართლოს წინაშე პასუხი უნდა აგონ, – ამის შესახებ რუსეთს დუმის სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განცხადა.
“ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა გაცვალონ. ესენი არიან ომის კრიმინალები და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ისინი პასუხისგებაში მიეცნენ. მიაქციეთ ყურადღება, რომ ჩვენი ქვეყანა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ დაჭრილ სამხედრო ტყვეებს უმკურნალონ, ჰუმანურად მოეპყრონ, მათ, ვინც ჩაბარდა ან ტყვედ ჩავარდა, განსხვავებით უკრაინის შეიარაღებული ძალებისგან და უკრაინის ხელისუფლებისგან, რომლებიც სისასტიკეს სჩადიან და აწამებენ ჩვენს სამხედრო ტყვეებს, მაგრამ რაც შეეხება ნაცისტებს, ჩვენი პოზიცია აქ უცვლელი უნდა იყოს“, – განაცხადა ვოლოდინმა.
მან თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტებს შესაბამისი საპროტოკოლო ბრძანების მომზადება დაავალა.
თაგები:
რუსეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს