Logo

“ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად უნივერსიტეტებმა გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც”

საზოგადოება
963
Frontnews image description

ეროვნული გამოცდების ფორმა, რომელიც ახლა გვაქვს აუცილებლად საჭიროებს რეფორმას არამხოლოდ სტრუქტურის კუთხით, არამედ შინაარსობრივად, – განაცხადა განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრობის კანდიდატმა მიხეილ ჩხენკელმა პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე.

მისივე განცხადებით, შესაძლოა, რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად, სხვა კომპონენტებიც გაითვალისწინონ.

„ამჟამად საქართველოში ყველა უნივერსიტეტს აქვს იმის თავისუფლება, რომ ეროვნული გამოცდების ფორმატში საკუთარი სტანდარტი თავად დაამკვიდროს. ამერიკულ სისტემაში უნივერსიტეტები ითვალისწინებენ სკოლის საშუალო ნიშანსაც და სკოლის ნიშნის მნიშვნელობაც აწეულია. ჩვენ ვიხილავთ ასეთ მიდგომას, რომ რეფორმირებული ეროვნული გამოცდების ქულასთან ერთად გაითვალისწინონ სხვა კომპონენტებიც, როგორიც არის სკოლის საშუალო ნიშანი, რეკომენდაციები მასწავლებლებისგან და კლასგარეშე მუშაობა. ეს დიდი ხანია, ამერიკაში აპრობირებულია და ძალიან კარგად მუშაობს. ჩვენც შეგვიძლია ანალოგიური მოდელის დანერგვა“, – განაცხადა მიხეილ ჩხენკელმა.

თაგები:

Advertisement