ვიქტორ ჯაფარიძე - სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, რომ შევედით შეხვედრაზე, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო


ავტორი
Front News საქართველო
სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა, რომ შევედით შეხვედრაზე, გვითხრა, ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი დეპუტატებს, - ამის შესახებ "ხალხის ძალის“ წევრმა ვიქტორ ჯაფარიძემ პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის სხდომაზე განაცხადა.
"ჩვენთვის მაინც პარლამენტის თავმჯდომარე [ნინო ბურჯანაძე] იყო ნათელი წერტილი, რადგან სხვასთან არავისთან, კომუნიკაცია არ გვქონდა. ერთადერთი, მივდიოდით ნინო ბურჯანაძესთან და რაც შეეძლო, თავისი შესაძლებლობის ფარგლებში, ცდილობდა რომ დაგვხმარებოდა. ეს იყო ერთადერთი მისასვლელი ადგილი [ოპოზიციურად განწყობილი დეპუტატების] მთლიან ხელისუფლებაში.
ერთხელ, სააკაშვილმა მოინდომა მაჟორიტარებთან შეხვედრა. დღეს რომ მიტინგის დასაშლელ ტყვიებზე საუბრობენ, შეხვედრაზე რომ შევედით, როგორი კომუნიკაცია ჰქონდა [სააკაშვილს] ჩვენთან: თვალებში გვიყურებდა მე და ლაშა ნარჩემაშვილს, პარლამენტის წევრს და ისეთი ტყვიები მაქვს შემოტანილი, რვა თვე ფეხზე ვერ დადგებითო - ამას გვეუბნებოდა პრეზიდენტი, 17 თუ 18 კაცი ვესწრებოდით შეხვედრას, დეპუტატები, პარლამენტის წევრები", - განაცხადა ჯაფარიძემ.
თაგები:
ვიქტორ ჯაფარიძე

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილი მოინახულა