ვილნიუსში საქართველოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა

ავტორი
Front News საქართველო
ლიეტუვის დედაქალაქ ვილნიუსში საქართველოს მხარდამჭერი აქცია გაიმართა, – ამის შესახებ ლიეტუვის სეიმის წევრი ჟიგიმანტას პავილიონისი სოციალურ ქსელში წერს.
მისივე თქმით, ქართველი საზოგადოება იბრძვის სამართლიანი ადგილისთვის ევროკავშირსა და ნატოში.
“სოლიდარობის ღონისძიება ვილნიუსში, საქართველოში ჩვენი დებისა და ძმების მიმართ გულითადი მხარდაჭერის გამოსახატავად, რომლებიც იბრძვიან რუსული ოცნების/ქართული კოშმარის წინააღმდეგ და საქართველოს სამართლიანი ადგილისთვის ევროკავშირსა და ნატოში“, – წერს ჟიგიმანტას პავილიონისი.
თაგები:
ჟიგიმანტას პავილიონისი




