“ვიმედოვნებ, მოლაპარაკებები გაგრძელდება, საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს”
საზოგადოება
23.03.2021 / 02:04


ავტორი
Front News საქართველო
ევროკავშირში საქართველოს ყოფილი ელჩი ნატალია საბანაძე "რადიო თავისუფლების" ჟურნალისტის რიკარდ იოზვაკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება, რომლის თანახმადაც საქართველოში ევროპელი დიპლომატი კრისტიან დანიელსონი შესაძლოა, ისევ ჩამოვიდეს.
საბანაძე იმედს გამოთქვამს, რომ მოლაპარაკებები მხარეებს შორის გაგრძელდება.
"ვიმედოვნებ, რომ მოლაპარაკებები გაგრძელდება. საქართველო ამ გახანგრძლივებულ კრიზისს ვერ გაუძლებს", – წერს ნატალია საბანაძე "ტვიტერზე".
იოზვაკის ცნობით, ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა დღეს ბრიუსელში საქართველოს საკითხზე იმსჯელეს და დანიელსონის საქართველოში მისიის გაგრძელება შეთანხდნენ. ჯერ უცნობია როდის დაბრუნდება ევროპელი დიპლომატი საქართველოში.
თაგები:
