Logo

“ვიმედოვნებთ, რომ უახლოესს მომავალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე გათავისუფლდება”

საზოგადოება
1475
Frontnews image description

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილის ირაკლი ანთაძის განცხადებით, ერგნეთის შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს.

მისივე თქმით, საკითხი ჰუმანიტარული მიდგომით უნდა გადაწყდეს, თუმცა როდის, კონკრეტულ თარიღზე საუბარი ანთაძეს უჭირს. 

"დღევანდელ შეხვედრაზე უმთავრესს საკითხს წარმოადგენდა და განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების უპირობოდ გათავისუფლების საკითხს. ეს საკითხი დაისვა ძალიან აქტუალურად. მოგეხსენებათ, ის მაღალი ხარისხის საერთაშორისო მხარდაჭერა, რაც სხვათაშორის დღევანდელ შეხვედრაზეც იყო ძალიან მკკვეთრად გამოხატული. შედგა თემატური დისკუსია კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით, ვიმსჯელეთ კონკრეტულ ფორმებზე და გაკეთდა შეთავაზება, რომ ამ კონკრეტულ და ზოგადად, ამგვარ შემთხვევებში, აუცილებელია გამოყენებულ იქნას ჰუმანიტარული მიდგომა და საკითხი გადაწყდეს ჰუმანიტარულ პერსპექტივაში. ამ ეტაპზე, კონკრეტულ თარიღებზე საუბარი გაგვიჭირდება, მაგრამ ვიმედოვნებთ, რომ უახლოესს მომავალში უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ კერას. 

ამ საკითხზე საუბარი რაღაცის სანაცვლოდ ნამდვილად არ ყოფილა. ვისაუბრეთ იმ საკითხებზე და იმ ფორმით, რაც მოგახსენეთ. მათი პოზიცია იყო ის, რომ ჩვენ ამაზე კონსულტაციებს აუცილებლად გავაგრძელებთ, მაგრამ ამ ეტაპზე რომ არ გაჩნდეს არასწორი მოლოდინები, კონკრეტული თარიღების დასახელება არ მიგვაჩნია მიზანშეწონილად. შედეგიანობაზე საუბარი უპრიანია მაშინ, როდესაც ყველა ჩვენი თანამოქალაქე დაუბრუნდება საკუთარ ოჯახებს და როცა საერთოდ აღმოიფხვრება უკანონო დაკავებების მახინჯი პრაქტიკა"-განაცხადა ანთაძემ.

თაგები:

Advertisement