
ავტორი
Front News საქართველო
“ქრონიკის” ბიურო ვაშინგტონში მეორე კვირაა, უშედეგოდ ცდილობს „არაძალადობრივი კონფლიქტების საერთაშორისო ცენტრთან“ დაკავშირებას. გაგზავნილი ოფიციალური წერილებისა თუ ოფისში სატელეფონო ზარების მიუხედავად, გადამღებ ჯგუფს პასუხი კითხვებზე ამ დრომდე არ მიუღია, ორგანიზაციის ინიციატივით, საქართველოში, ბაკურიანში ჩატარებულ ტრენინგთან დაკავშირებით.
კერძოდ, ბიურომ ორგანიზაციას სთხოვა მოეწოდებინა ოფიციალური ინფორმაცია, იყო თუ არა ეს ღონისძიება მათ მიერ ორგანიზებული, ასევე, ვისი დაფინანსებით ჩატარდა ტრენინგი, რა პროგრამით და ვინ იყო მონაწილეთა სიაში. ასევე, დაინტერესდნენ იმითაც, იგეგმება თუ არა მომავალში მათი ორგანიზებით ღონისძიების ჩატარება და რა მიზნით.
წყარო: imedinews.ge
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს