Logo

“ვინ გვაკრიტიკებს? ისეთი ძალები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და მათი კარგად ნამართი კრიზისი არავის ახსოვს”

საზოგადოება
606
Frontnews image description

ეკონომიკის და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კოვიდთან ბრძოლა დანის პირზე გავლას ჰგავს და მთავარია ოქროს შუალედის დაცვა, რომ არც ეკონომიკა და არც საზოგადოება არ დაზარალდეს. 

"ეს ყველა დადებითი გადაწყვეტილება, რომელიც დღეს ჩვენ გავაცანით საზოგადოებას, რაც იმედის მომცემია ეკონომიკის აღდგენისთვის, იმიტომ გახდა შესაძლებელი, რომ ჩვენმა სამთავრობო და ეპიდემიოლოგიურმა გუნდმა დროულად მივიღეთ შეზღუდვების გადაწყვეტილება. 

ამ შეზღუდვებმა საშუალება მოგვცა კონტროლქვეშ აგვეყვანა მეორე ტალღა, რომელიც, სამწუხაროდ, არ აგვცდა. 

არასამთავრობო ორგანიზაციები თავისუფლები არიან, რომ ისაუბრონ სხვადასხვა ასპექტზე და კონსტიტუციურობაზე, მაგრამ ჩვენ ყველა გადაწყვეტილებას ვიღებთ ადამიანების მთავარი ინტერესების დასაცავად, ადამიანის ჯანმრთელობის და სიცოცხლის დასაცავად. 

მთავრობა ცდილობს ოქროს შუალედი მოძებნოს და ეკონომიკა ძალიან არ დაზარალდეს. მთავარი ამოცანაა, რომ შევაკაოთ პანდემია მანამ, სანამ საბოლოოდ დავამარცხებთ, აქედან გამომდინარე, ვეძებთ ბალანსს. 

კაცობრიობამ კორონავირუსთან ბრძოლის უფრო მეტად ქმედითი ხერხი ჯერჯერობით ვერ მოიფიქრა, ვაქცინაცია არის, მაგრამ აქამდე პერიოდულ ჩაკეტვებს ყველა ქვეყანა მიმართავს. ვინ გვაკრიტიკებს? ისეთი ძალები, რომლებიც წინა ხელისუფლებაში იყვნენ და მათი კარგად ნამართი კრიზისი არავის ახსოვს. 

ჩვენ დღემდე ვახერხებთ დანის წვერზე გავიაროთ და ბალანსი დავიცვათ. ამ სიტუაციაში არ არსებობს გადაწყვეტილება, რომელიც ყველას მოეწონება, მაგრამ დღევანდელი დღე იყო პოზიტიური, რადგან დამაიმედებელი ძვრების იმედი გაჩნდა", – განაცხადა ნათია თურნავამ "დღის კურიერის" ეთერში საუბრისას.

თაგები:

Advertisement