“ვინერვიულე, განვიცდიდი, რომ შევდიოდი, ნიკა მელია არაა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ჩემი მეგობარია”


ავტორი
Front News საქართველო
ნიკა მელია ადვოკატებმა მოინახულეს, მათ შორის "მთავარი არხის" გენერალურმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ.
როგორც სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გამოსვლის შემდგ ნიკა გვარამიამ აღნიშნა, ენმ-ის ლიდერი თავს მხნედ და კარგად გრძნობს, იცის ის რეაქციები, რაც მის დაკავებას საერთაშორისო საზოგადოებაში მოჰყვა, ხოლო პროკურატურის მორიგ შეთავაზებას გირაოზე, ნიკა გვარამიას ინფორმაციით, ნიკა მელია "დასცინის".
"ვინერვიულე, განვიცდიდი რომ შევდიოდი, ნიკა მელია არაა მხოლოდ ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი, ის ჩემი მეგობარია. მაინტერესებდა როგორს ვნახავდი, ნიკა მელია არ მინახვს ციხეში და არ არის ეს მარტივი, მაგრამ ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. არის ძალიან მხნედ დასვენებული, გამოძინებული, იუმორით და არ აქვს დაკარგულ ის რწმენა, რაც ჰქონდა ბოლო დღეების განმავლობაში.
განაცხადა, რომ გირაო მისთვის სასაცილო და შეურაცხმყოფელია. პირდაპირ ასე თქვა – ბიძინა ივანიშვილზე მეტი მტერი იქნება ის ადამიანი, ვინც ე.წ. კეთილი ზრახვებით ფსევდო გულშმატკვარი გამოინახება და გადაიხდის ამ გირაოს მის ნაცვლად.
მან კარგად იცის საერთაშორისო გზავნილებიც და მისი პოზიცაა, რომ ყინული დაიძრა და გამარჯვება ერთი ხელის გაწვდენაზეა. არავითარი გირაო, არავითარი ნიკა მელიას გათავისუფლებაც კი, ესე თქვა მან, არ შეიძლება იყოს მოლპარაკებების საგანი. მოლაპარაკებების საგანი შეიძლება იყოს ამ ხელისულფების წასვლა და ვადამდელი არჩევნები წელსვე", – განაცხადა ნიკა გვარამიამ.
თაგები:


ნიკა მელია – პირდაპირ გეტყვით, როდესაც მე მებრძვით, მიხეილ სააკაშვილს ებრძვით, რადგან ჩემი, ენმ-ის გამარჯვებით, მარცხდება ოლიგარქი
“უცნაური პროცესია, როდესაც ადვოკატი ცდილობს, ნებისმიერ ფასად დატოვოს საპყრობილეში თავისი დაცვის ქვეშ მყოფი”

ნიკა მელია – რომ არა ზალიკო უდუმაშვილი, ამ პარტიის არსებობა-არარსებობა 2017 წელს სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ შეიძლება, დამდგარიყო