Logo

“ვინც არ შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს პოზიცია, ვისაც შეეპარა ფეხი, დაუყონებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე”

საზოგადოება
763
Frontnews image description

"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერი შალვა ნათელაშვილი პარლამენტში შესულ ოპოზიციონერ კოლეგებს საკანონმდებლო ორგანოს დატოვებისკენ მოუწოდებს.

როგორც ნათელაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, ის არ აპირებს პარლამენტში შესვლას. 

მისივე თქმით, "ქართული ოცნების" დასამარცხებლად ეს ერთადერთი გზაა.

"რამდენიმე თვეში რეალობა გახლდათ ახალი საპარლამენტო დემოკრატიული არჩევნები, მრავალპარტიული კოალიციური მთავრობა და აი, ამ სიბნელის ჩაბარება ისტორიის სანაგვეზე და საქართველოსათვის გზისა და ცის გახსნა. ყველაფერი ეს დღეისათვის შეფერხდა იმის გამო, რომ გარკვეულმა მცირე ოპოზიციურმა ჯგუფებმა გადაწყვიტეს, ფეხი შეედგათ პარლამენტში და მე მინდა, აი, ახლა მთელი გულით მოვუწოდო პოლიტიკურ ოპოზიციურ სპექტრს, ძვირფასო მეგობრებო, ახლა დადგა ჟამი და როგორც მერაბ კოსტავა იტყოდა უნდა დავამტკიცოთ, რომ საქართველო გვიყვარს ჩვენს თავში და არა ჩვენი თავი საქართველოში. ამიტომ ვინც არ შევედით პარლამენტში, გავაგრძელოთ ეს პოზიცია და ფეხი არ შევდგათ იქ, ხოლო ვისაც შეეპარა ფეხი მან დაუყონებლივ დატოვოს ეს ბოროტების სასახლე, დაგვიბრუნდეს, შემოგვიერთდეს და შემოდგომაზე ივანიშვილის რეჟიმის ნასახი და ნაკვალევიც აღარ იქნება პოლიტიკურ სივრცეში",- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები