ვიოლა ფონ კრამონი – ბელარუსის კგბ-სთან თანამშრომლობა მართლაც ძალიან საშიშია


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის და ბელარუსის კგბ-ის თანამშრომლობის შეთანხმების ამოქმედებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.
“ეს მართლაც ძალიან საშიშია. რატომ ახდენს საქართველო შეთანხმების იმპლემენტირებას 5 წლის შემდეგ იმ ვითარებაში, როცა მთელმა დანარჩენმა მსოფლიომ უარი თქვა ბელარუსთან თანამშრომლობაზე? საქართველოს მთავრობამ პატივი უნდა სცეს ადამიანის უფლებებს და არ მოახდინოს ჟურნალისტების და უფლებადამცველების ექსტრადირება”, – წერს ვიოლა ფონ კრამონი “ტვიტერზე”.
ბელარუსის სახელმწიფო უშიშროების კომიტეტსა და ქართულ სუს-ს შორის თანამშრომლობის შეთანხმება ამოქმედდა.
შეთანხმება 2016 წლის 25 აგვისტოს გაფორმდა. 5-წლიანი პროცედურული დაზუსტებების შემდეგ კი, 2021 წლის პირველი აგვისტოდან, შეთანხმება ძალაში შევიდა. დოკუმენტი ოფიციალურად 13 აგვისტოს გამოქვეყნდა.
შეთანხმება ითვალისწინებს ინფორმაციის რეგულარულად გაცვლას სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხებზე.
დოკუმენტის მიხედვით, მისი მიზანია მხარეებს შორის მჭიდრო თანამშრომლობის განვითარება ტერორიზმის, კიბერტერორიზმის, კორუფციისა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართული სხვა საერთაშორისო და ტრანსნაციონალური ორგანიზებული დანაშაულების წინააღმდეგ ბრძოლაში.


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს