ვიოლა ფონ კრამონი – კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში

ავტორი
Front News საქართველო
კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში, – წერს ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში.
“ევროპარლამენტის პოზიცია “ქართული ოცნების” რუსულ კანონზე ძალიან მკაფიოა: ეს საფრთხეს უქმნის საქართველოს ევროპულ მომავალს და ევროკავშირის კანდიდატობას. ამის შესახებ 10 დღის წინ წერილში განვაცხადეთ. ჩვენ ამას განვაცხადებთ ევროკავშირის რეზოლუციებში.
კანონპროექტი ემსახურება მხოლოდ ოლიგარქს და მის უფროსებს კრემლში”, – წერს ევროპარლამენტარი.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი




