Logo

ვიოლა ფონ კრამონი – მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ქართული მედიის, განსაკუთრებით 53 ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც სასტიკად დაესხნენ თავს

პოლიტიკა
30.07.2021 / 18:17
Frontnews image description

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი დღევანდელ პრესკონფერენციაზე 5 ივლისის ძალადობრივ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მედიის დაცვა  ევროკავშირის ძირითადი ფუნდამენტური ღირებულებაა.

 

“მინდა დავიწყო იმით, რომ გამოვხატო ჩემი მხარდაჭერა თქვენ მიმართ, ქართული მედიის მიმართ და განსაკუთრებით იმ 53 ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც სასტიკად დაესხნენ თავს ძალადობრივი ჯგუფები 5 ივლისს.

 

“ქართული ოცნების” განცხადებები, რომლებმაც ვერ მიაღწიეს მიზანს, რათა ჯეროვნად დაეგმოთ დაუსჯელობა და კიდევაც, რაღაც მომენტში წაახალისეს დამნაშავეები, არის ძალიან საშიში ნიშანი დემოკრატიის უკან დახევისა. მედიის დაცვა, ისეთივე პოლარიზებულის, როგორიც არის საქართველოში, ეს გახლავთ ევროკავშირის ძირითადი ფუნდამენტური ღირებულება”- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.

Advertisement