ვიოლა ფონ კრამონი – მმართველ პარტიას არ შეუძლია, გააუქმოს დოკუმენტები, რომლებსაც სხვების ხელმოწერაც აქვს, 19 აპრილის შეთანხმება კვლავ ძალაშია

ავტორი
Front News საქართველო
მმართველ პარტიას არ შეუძლია, გააუქმოს დოკუმენტები, რომლებსაც სხვების ხელმოწერაც აქვს, – ამის შესახებ ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუსას განაცხადა.
მისივე თქმით, არსებობს ბევრი პარტია, რომელიც არ გასულა 19 აპრილის შეთანხმებიდან.
“შეთანხმება კვლავ ძალაშია. არსებობს ბევრი პარტია, რომელიც არ გასულა ამ შეთანხმებიდან. ეს შეთანხმება ძალაშია და გვინდა, ყველა მხარემ შეასრულოს. მოდი, დაველოდოთ და ვნახოთ არჩევნების საბოლოო შედეგები. შემდეგ უკვე ხელახლა შეგვიძლია, ვისაუბროთ, თუ როგორ შეგვიძლია, წინ წავიწიოთ, თუმცა მხოლოდ ერთი მხარის შეთანხმებიდან გასვლა და გადაწყვეტილების ცალმხრივად მიღება არ არის, როგორც იქცევიან მრავალმხრივი შეთანხმების დროს“, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი
ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


