ვიოლა ფონ კრამონი – სანდოობა რამდენად ექნება პარტიას, რომელმაც ჯერ ხელი მოაწერა, მერე გავიდა


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს ნაკლებად სჯერა იმ პარტიის სანდოობის, რომელმაც ხელშეკრულებიდან გასვლის მიუხედავად, განაცხადა, რომ დოკუმენტით ნაკისრ ვალდებულებებს შეასრულებს.
“სანდოობა რამდენად ექნება პარტიას, რომელმაც ჯერ ხელი მოაწერა, მერე გავიდა და განაცხადა: მიუხედავად იმისა, რომ “ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ” ხელი არ მოაწერა, ჩვენ მაინც ვიღებთ ვალდებულებას ჩვენს თავზეო, ამ პარტიის სანდოობა როგორი იქნება? შეასრულონ ყველა რეფორმა, რაც იყო ჩამოთვლილი, ეს იქნება ძალიან კარგი, მაგრამ ჯერ რასაც ვხედავ, ისინი ძალიან შერჩევით დამოკიდებულებას ამჟღავნებენ და უზენაეს სასამართლოში მოსამართლეების დანიშვნა ხელშეკრულებით გაწერილი პუნქტების ნათელი დარღვევაა. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ ისინი არ არიან ერთგული იმ რეფორმების, რომლებიც ჩამოთვლილია ხელშეკრულებაში. იგივე ეხება საარჩევნო კოდექსს, საარჩევნო რეფორმას. ეს უნდა იყოს საქართველოს მოსახლეობის, საქართველოს ამომრჩეველთა ინტერესებში. ვფიქრობ და იმედს ვიტოვებ, რომ ეს რეფორმები შესრულდება შემდეგ არჩევნებამდე”, – განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
ევროპარლამენტარი კითხვას: დამაჯერებელი იქნება თუ არა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში “ქართული ოცნების” მიერ ხმათა 43%-ზე მეტის აღება, ასე პასუხობს: “რაც შეეხება თვითმმართველობის არჩევნებს, ვინც გაიმარჯვებს, გაიმარჯვებს. ეს ჩემი გადასაწყვეტი არ გახლავთ. ეს გახლავთ ამ ბრწყინვალე ქვეყნის ამომრჩეველთა ხელში და ეს ჩემთვის მისაღები იქნება”.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი

დავით ქართველიშვილი – “მათ ვინმე სერიოზულად აღიქვამს”? – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი იმ პარტიის თავმჯდომარეზე, რომელმაც ზედიზედ მე-9 არჩევნები მოიგო, აი, ამიტომ ეზიზღებით ქალბატონო ვიოლა ქართველ ერს შენც და შენნაირი თაღლითებიც

ვიოლა ფონ კრამონი – ევროკავშირს დასჭირდება, გადახედოს ურთიერთობებს საქართველოს მთავრობასთან

ვიოლა ფონ კრამონი – სანქციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჩვენი სურვილია, საქართველო ევროპულ გზაზე ვიხილოთ