ვიოლა ფონ კრამონი – სანქციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჩვენი სურვილია, საქართველო ევროპულ გზაზე ვიხილოთ


ავტორი
Front News საქართველო
ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი აცხადებს, რომ “ქართული ოცნების” გადაწყვეტილებით იმედგაცრუებულები არიან, თუმცა სანქციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა.
“მიუხედავად “ქართული ოცნების” შეთანხმებიდან გასვლისა, მას საქართველოს ევროპული მომავლისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. სანქციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა. ჩვენი სურვილია, საქართველო ევროპულ გზაზე ვიხილოთ. ვიმედოვნებ, რომ ქართველი ხალხი ამას გაიგებს. ასევე გვინდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი იყოს თავისი კულტურითა და ტრადიციებით. მას შეუძლია ეს ტრადიცია თავისი სურვილისამებრ შეინარჩუნოს.
პარლამენტის წევრებთან შესახვედრად და სასაუბროდ ჩამოვედით. მინდა კოლეგებთან პარლამენტში ოპოზიციის უფლებების გაზრდასა და ძალაუფლების გადანაწილებაზე ვისაუბრო. მმართველი პარტიის ბოლო მოვლენებით ძალიან იმედგაცრუებული ვართ. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველომ ევროატლანტიკური გზიდან გადაუხვიოს”- განაცხადა ვიოლა ფონ კრამონმა.
თაგები:
ვიოლა ფონ კრამონი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს