ვიოლა ფონ კრამონი – საქართველო შეძრწუნებულია ციხეში სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით


ავტორი
Front News საქართველო
საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. – ამის შესახებ ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი „ტვიტერზე“ წერს.
ევროპარლამენტარის განცხადებით, “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას.
“საქართველო შეძრწუნებულია ციხეში ექსპრეზიდენტ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობით. ამ ვიდეოების გავრცელება საქართველოს მთავრობის მიერ სავალალოა. საქმე სულ უფრო პოლიტიკური ხდება და “ქართული ოცნება” უფრო და უფრო ემსგავსება წინა ხელისუფლებას. საქართველო უკეთესს იმსახურებს”, – წერს კრამონი.
მისივე თქმით, სააკაშვილმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს შიმშილობა, მიიღოს სათანადო სამედიცინო დახმარება და მიეცეს უფლება დაესწროს საკუთარ არაპოლიტიზებულ სასამართლო პროცესს.
“საქართველომ უნდა გადალახოს ეს არეულობა და დაიწყოს რეალური პრობლემების მოგვარება, როგორიცაა რუსული ოკუპაცია, სიღარიბე და დემოკრატიის უკუსვლა “, – წერს კრამონი.


ვიოლა ფონ კრამონი – მინდა, მხარდაჭერა გამოვხატო ქართული მედიის, განსაკუთრებით 53 ჟურნალისტის მიმართ, რომლებსაც სასტიკად დაესხნენ თავს

ვიოლა ფონ კრამონი – სანქციებზე საუბარი ჯერ ძალიან ადრეა, ჩვენი სურვილია, საქართველო ევროპულ გზაზე ვიხილოთ

მამუკა მდინარაძე – ვიოლა ფონ კრამონი გამოირჩევა აგრესიით საქართველოსა და მისი ხელისუფლების მიმართ