Logo

ვიოლა ფონ კრამონი – ცხრა წლის შემდეგ, ჩვენ დავუბრუნდით იმავე სიტუაციას, სადაც ვიყავით ცხრა წლის წინ

პოლიტიკა
375
Frontnews image description

ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონს საქართველოში, დღეს შექმნილი მდგომარეობა 2012 წელს აგონებს, როდესაც ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილი იყო და “საპარლამენტო არჩევნებამდე ჰქონდათ შეშფოთებები დემოკრატიულობასთან დაკავშირებით”.

 

“მე ყოველთვის ვთხოვდი “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას”, ხელი მოეწერა ხელშეკრულებისთვის, თუ არ სურთ პოლარიზაცია ქვეყანაში, ისინი უნდა შეუერთებოდნენ აღნიშნულ ხელშეკრულებას. ვისმენთ რა სხვადასხვა ხმებს წინასაარჩევნო კამპანიის თვალსაზრისით, დღესაც ვხედავთ იმას, რაც დავინახეთ 2012 წელს, როდესაც, ჯერ კიდევ სააკაშვილი იყო ხელისუფლებაში. 2012 წელს, საპარლამენტო არჩევნებამდე ჩვენ გვქონდა შეშფოთებები დემოკრატიულობასთან დაკავშირებით, მაგრამ მოხდა დემოკრატიული წინსვლა და მმართველი პარტია დამარცხდა. ამჟამად, ცხრა წლის შემდეგ, ჩვენ დავუბრუნდით იმავე სიტუაციას, სადაც ვიყავით ცხრა წლის წინ, ეს არის დემოკრატიული განვითარება, ეს არის კანონის უზენაესობის საკითხები, ეს არის საჯარო რესურსების შესაბამისად გამოყენება და ფაქტობრივად, იმ ძველ მდგომარეობასთან ხდება მიბრუნება. პირადად მე, ნამდვილად გული მწყდება იმ მდგომარებაზე, სადაც ამჟამად ვიმყოფები და ალბათ, ეს არ გახლავთ ის პასუხი, რომელსაც თქვენ ელოდით ჩემგან”, – განაცხადა კრამონმა.

Advertisement