ვიქტორ ჯაფარიძე – გაასაჯაროონ კადრები, ეს არის აფერისტი და სიმულანტი, მეც დიაბეტი მაქვს და გავხდი, 26 კილო დავიკელი, ამიტომ უნდა ვიტირო?


ავტორი
Front News საქართველო
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრი და “ხალხის ძალის” წარმომადგენელი ვიქტორ ჯაფარიძე აცხადებს, რომ “ხელისუფლების მიმართ პროტესტი” აქვს.
ჯაფარიძე მოითხოვს ხელისუფლებამ მიხეილ სააკაშვილის “ვივამედის” კლინიკაში ყოფნის კარები გაასაჯაროოს.
“მე მაქვს პროტესტი ამ ხელისუფლების მიმართ. ადგნენ და გაასაჯაროონ კადრები და თქვან ბოლოს და ბოლოს ამ კაცს სჭირს რამე თუ არ სჭირს. მე ვიცი, რომ ეს არის აფერისტი და სიმულანტი. როგორ გახდაო, დიტო ჩვენი როგორ გახდა, მერე რა. მეც დიაბეტი მაქვს და გავხდი, 26 კილო დავიკელი. ამიტომ უნდა ვიტირო?”, – განაცხადა ჯაფარიძემ.
პარლამენტის დეპუტატმა გუშინ განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა ბევრი ცოდვა ჩაიდინა და მისთვის კარგი არაფერი ემეტება.
“მოკვდება და ძაღლი მიკვდომია კიდე სულში რა”… – განაცხადა გუშინ ჯაფარიძემ.
გუშინვე იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ “თუ არ შეწყდება სიმულაციური ქმედებები, იძულებული გახდებიან, გარკვეული კადრები გაასაჯაროონ”.
თაგები:
ვიქტორ ჯაფარიძე

ბადრი ჯაფარიძე – საქართველომ უნდა მიიღოს შემდეგი ტრანში 75 მილიონი ევრო და დიდი ეჭვი მაქვს, შეფერხდება ეს დახმარება

ლევან იოსელიანი – 300 ათასი ხმის გაყალბებას რა ინფრასტრუქტურა სჭირდება და ეს რასთან არის დაკავშირებული ცხადია და ამიტომ ბოდიშით და ასეთ სისულელეებს არ ვიჯერებ

ბადრი ჯაფარიძე – ეს არის გზავნილი ჩვენი აფხაზი და ოსი ძმების და დების მიმართ, რომ ჩვენ ერთად უნდა შევიდეთ ევროკავშირში