ვიქტორ ორბანი – დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ


ავტორი
Front News საქართველო
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი ბრიუსელი უკრაინისთვის სამხედრო დახმარების გაგრძელების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ ევროკავშირს უკრაინის “კოლონიზაცია“ სურს.
“ბრიუსელის იმპერიას არ სურს უკრაინის დახმარება, არამედ – მისი კოლონიზაცია. ევროპის მმართველებმა გადაწყვიტეს, რომ უკრაინამ უნდა გააგრძელოს ომი, იმის მიუხედავად, თუ რა ჯდება ეს. სანაცვლოდ, ისინი მიიღებენ სწრაფად გაწევრიანებას კავშირში, ჩვენი ფულით. ამაზე მხოლოდ ერთი პასუხი შეგვიძლია, გვქონდეს: კავშირი, მაგრამ უკრაინის გარეშე“, – განაცხადა ორბანმა უნგრეთის ეროვნული დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
ამასთან, გამოსვლაში ორბანმა აღნიშნა, რომ დროა, განადგურდეს იმ არასამთავრობოების, ჟურნალისტების, პოლიტიკოსების ჩრდილოვანი არმია, რომლებიც ანაზღაურებას აშშ-დან და ბრიუსელიდან იღებენ.
ვიქტორ ორბანი გეგმავს, გაამკაცროს კონტროლი იმ არასამთავრობო ორგანიზაციებსა და მედიასაშუალებებზე, რომლებიც დაფინანსებას აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან (USAID) და ჯორჯ სოროსისგან იღებენ.
თაგები:
ვიქტორ ორბანი

ორბანი – ჩვენი დღევანდელი სტუმარი იმ დიდებულთა შორისაა, რომლებიც პოლიტიკაში დაბრუნდნენ! ის გახლავთ დიდი მებრძოლი და ამიტომაც არის ჩვენთვის სამაგალითო!

ანა წითლიძე – მთავარია რას ამბობს ევროკავშირი, აშშ და არა ის, რას ამბობს ორბანი

დავით ქართველიშვილი კელი დეგნანს – რა გიშლით ხელს, დაასახელოთ აშშ-ს ფინანსური და იდეოლოგიური ქოლგის ქვეშ მყოფი უკრაინელი და ქართველი პოლიტიკური და “არასამთავრობო” პირები, რომლებიც ФСБ-ს სახელმძღვანელოებით უბიძგებენ ხელისუფლებას ომში ჩათრევისაკენ