ვიქტორ ორბანი – თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ


ავტორი
Front News საქართველო
არჩევნების შედეგები უდავოა. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, როცა ქვეყნებში თავის არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ევროპაში ყოველთვის არის კამათი.
“უნგრეთის პრემიერ-მინისტრის რანგში, რომელსაც ბევრი დავა მომიგია, მინდა გითხრათ, რომ მომავალშიც იქნება კამათი, მომდევნო ორი დღის განმავლობაში, მაგრამ ეს ისე უნდა იქნეს მიღებული, როგორც ხდება აქამდე. არჩევნების შედეგები უდავოა. თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები ჩატარდა, მაგრამ დავა და კამათი მაინც იქნება ევროპაში, თქვენ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. ეს ჩვეული ამბავია, კამათი არსებობს მსგავსი სახის ბრიუსელში, ყოველთვის ასეა. როცა თავისი არსით კონსერვატიული პარტიები იგებენ, ჩვენ ყოველთვის ვხედავთ ასეთ კამათს, რადგან ევროპული პოლიტიკა არის სახელმძღვანელოზე დაფუძნებული. თუ ლიბერალები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არის, თუ კონსერვატორები იმარჯვებენ, მაშინ დემოკრატია არ ყოფილა. ასეთი კამათი ყოველთვის ხდება ბრიუსელში. უნგრეთში ან ნებისმიერი სხვა ქვეყანაში თუ ჩატარდება არჩევნები, ასე აღიქვამენ. ლიბერალებს რომ გაემარჯვათ, მაშინ ეს იქნებოდა მთელ დასავლეთ ევროპაში გავრცელებული როგორც საუკეთესო ფორმაში მყოფი დემოკრატია, მაგრამ ახლა, რადგან კონსერვატიულმა არსმა და სულისკვეთებამ გაიმარჯვა, კამათი არსებობს უკვე ევროპაში. უნგრეთის არჩევნების შემდეგაც ასე იყო, ნებისმიერი სხვა ქვეყნის არჩევნების შემდეგ ასე იყო და საერთაშორისო პრესაშიც ასე ჟღერდება, მაგრამ ამას სერიოზულად არ უნდა შეხედოთ. პრემიერ-მინისტრო, მინდა მოგილოცოთ არჩევნებში გამარჯვება და დემოკრატიულად ჩატარება, გისურვოთ ბევრი წარმატება, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ, გქონდეთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობის იმედი მომავალში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.
თაგები:


სალომე ზურაბიშვილი – რომ არ მივიღოთ, ეს იქნება უზარმაზარი უიმედობის საფუძველი, რაც არ ვიცი რით უნდა დავძლიოთ

სალომე ზურაბიშვილი – 26 ოქტომბრის არჩევნები გადამწყვეტი იქნება

სალომე ზურაბიშვილი – ყველამ უნდა გაითავისოს, რომ ეს არ იქნება ჩვეულებრივი არჩევნები, დღეს ჩვენი ისტორიის გადამწყვეტ ეტაპზე ვდგავართ