Logo

ვიქტორ ორბანი – უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს

პოლიტიკა
952
Frontnews image description

უნგრეთი ყოველწლიურად 80 ქართველი სტუდენტის უნგრეთში სწავლას აფინანსებს, – ამის შესახებ ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარე ქვეყნის, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც ვიქტორ ორბანმა აღნიშნა, უნგრეთში სწავლის ინტერესი გაცილებით დიდია, მაგრამ 80 სტუდენტისთვის გამოიყოფა სტიპენდია.

“მინდა, გავახსენო, რომ უნგრეთი სახელმწიფოს სტიპენდიას უნიშნავს ქართველ სტუდენტებს. ყოველწლიურად 80 ადგილის დაფინანსება ხდება. ინტერესი გაცილებით მეტია, ვიდრე 80, მაგრამ 80-ისთვის გამოიყოფა სტიპენდია და ვაფინანსებთ ქართველი სტუდენტების სწავლას უნგრეთის უნივერსიტეტებში“, – განაცხადა ვიქტორ ორბანმა.

თაგები:

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები