ვიქტორ ორბანი – უნგრეთი შორს უნდა დარჩეს ამ ომისგან და დაიცვას თავისი ფინანსური უსაფრთხოება


ავტორი
Front News საქართველო
უკრაინის ომთან დაკავშირებით, უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მისი თქმით, უნგრეთი შორს უნდა დარჩეს ამ ომისგან და დაიცვას უნგრელი ოჯახების ფინანსური უსაფრთხოება, რასაც მანევრირებისა და დაუყოვნებელი მოქმედების სივრცე სჭირდება.
“ჩვენ არც ერთ წუთს არ ვკარგავთ, რადგან ახლოს ომია. ომი, რომლის დასასრულს ვერავინ ხედავს. ეს ომი მუდმივ საფრთხეს უქმნის უნგრეთს, საფრთხეს უქმნის ჩვენს ფიზიკურ უსაფრთხოებას და საფრთხეს უქმნის ეკონომიკისა და ოჯახების ენერგომომარაგებასა და ფინანსურ უსაფრთხოებას. ჩვენ ვხედავთ, რომ ომმა და ბრიუსელის სანქციებმა გამოიწვია უზარმაზარი ეკონომიკური შოკი და ფასების მკვეთრი ზრდა. ეპიდემიის დროს დაწესებული საგანგებო მდგომარეობის მსგავსად, ეს საშუალებას მისცემს მთავრობას დაუყოვნებლივ მოახდინოს რეაგირება და დაიცვას უნგრეთი და უნგრელი ოჯახები ყველა შესაძლო საშუალებით. ჩვენს პირველ გადაწყვეტილებებს ხვალ შეგატყობინებთ“, – განაცხადა ორბანმა.
თაგები:
უნგრეთი

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს