Logo

ვიქტორ ყიფიანი – დღეს, როგორც არასდროს, კრიტიკული დატვირთვა ენიჭება “მეგობარი აქტის” პრაქტიკაში ამოქმედებას

პოლიტიკა
893
Frontnews image description

საქართველოსთან მიმართებაში აშშ-ის ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვს ინტერესი, რომელიც საკუთრივ “მეგობარ აქტში” შეფასებული აქვთ, როგორც შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი, – ამის შესახებ ანალიტიკური ორგანიზაცია “ჯეოქეისის” თავმჯდომარემ ვიქტორ ყიფიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, დოკუმენტში პროცედურული ნაწილი იქნება ყველაზე მნიშვნელოვანი.

“საქართველოსთან მიმართებაში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჯერჯერობით შენარჩუნებული აქვს ინტერესი, რომელიც საკუთრივ “მეგობარ აქტში” შეფასებული აქვთ, როგორც შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესი.

ბოლო ხანს შეერთებული შტატების ეროვნული ინტერესმა განიცადა ძალიან მრავალმხრივი ცვლილება, ამიტომ ის, რომ ჩვენ ასე ვართ კვალიფიცირებული, ეს ძალიან არსებითია, მით უმეტეს ტრამპის არაორდინალური ხელწერის პირობებში, მაგრამ ჩვენ თავი არ უნდა შევიქციოთ ხმამაღალი შეფასებებით. დღეს, როგორც არასდროს, კრიტიკული დატვირთვა ენიჭება “მეგობარი აქტის” პრაქტიკაში ამოქმედებას. “მეგობარი აქტის” დოკუმენტში ნახევარი არის მიძღვნილი შეფასებებისადმი, მეორე ნახევარი კი არის პროცედურული საკითხები. ალბათ, ეს მეორე ნაწილი იქნება ძალიან არსებითი იმიტომ, რომ შეფასებებში ახალი არაფერი წაგვიკითხავს, ამიტომ პროცედურული ნაწილი იქნება კრიტიკული მნიშვნელობის”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

აშშ-ის სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა MEGOBARI აქტი მიიღო, ამის შემდეგ, დოკუმენტი სხვა კომიტეტებს გადაეგზავნებათ. MEGOBARI აქტი ქართველი ხალხის მხარდაჭერასთან ერთად ხელისუფლებისთვის სავიზო და ფინანსური სანქციების დაწესებას ითვალისწინებს.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები