Logo

ვიქტორ ყიფიანი – ვერ მე და ვერც ჩვენ კოლეგებს პარტიულ სიებში ვერ იხილავთ

პოლიტიკა
1284
Frontnews image description

ოპოზიციური გაერთიანება “ძლიერი საქართველო” ანალიტიკურ ცენტრ – “ჯეოქეისთან” ითანამშრომლებს, რომლის ხელმძღვანელიც ბიძინა ივანიშვილის ყოფილი ადვოკატი ვიქტორ ყიფიანია.

ვიქტორ ყიფიანის თქმით, ქვეყანა საჭიროებს განახლებას და გადახალისებას.

“ვერ მე და ვერც ჩვენ კოლეგებს პარტიულ სიებში ვერ იხილავთ. ჩვენ ძალიან მოკლედ ვთქვით, რომ ქართული პოლიტიკური კულტურისთვის ძალიან იშვიათია, როცა შენს აზრსა და ჭკუას შენი პოლიტიკური გაერთიანების მიღმა კითხულობ. ჩვენი, ნებისმიერი ასეთი გაერთიანების არსებითი ამოცანა არის განახლება, ქვეყანა საჭიროებს განახლებას, გადახალისებას”, – განაცხადა ვიქტორ ყიფიანმა.

Advertisement
Advertisement 2
სიახლეები