“ვისარგებლებ ჩემი უფლებით, რომ მოვინახულო ნიკა მელია საპატიმროში, შევეცდები, უახლოეს დღეებში შევხვდე”


ავტორი
Front News საქართველო
სალომე სამადაშვილის განცხადებით აპირებს, რომ უახლოეს დღეებში ნიკა მელია ციხეში მოინახულოს.
როგორც სამადაშვილმა პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ განაცხადა, აპირებს, რომ ნიკა მელიასთან ამნისტიასთან დაკავშირებით ისაუბროს.
„იცით, ჩვენ არ ვსარგებლობდით, მე დღემდე არ მისარგებლია პარლამენტის წევრის უფლებამოსილებით, მათ შორის საპატიმროში მონახულებით. მინდა, საზოგადოებას ესმოდეს, ჩვენ დავთანხმდით, რომ ნიკა მელიას საპატიმროდან გათავისუფლებამდე მივიღებთ მონაწილეობას ამნისტიის კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო მუშაობაში. შესაბამისად, ახლა მე უკვე ვისარგებლებ ჩემი უფლებით, რომ მოვინახულო ნიკა მელია საპატიმროში. აუცილებლად შევეცდები, უახლოეს დღეებში მქონდეს მასთან შეხვედრა. თუმცა, მათ შორის ველოდები იმასაც, რომ მეტი სიცხადე გვქონდეს ამნისტიის კანონპროქტთან დაკავშირებით. მქონდეს უფრო ნათელი წარმოდგენა და შემდეგ ამასთან დაკავშირებით ვიმსჯელო“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს