
ავტორი
Front News საქართველო
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მოქალაქეებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
„დღეს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენის ისტორიულ დღეს აღნიშნავს. 1918 წლის 26 მაისს ასრულდა არა მხოლოდ ქართველი ხალხის ოცნება, არამედ აღდგა ისტორიული სამართლიანობაც. მაშინ საქართველო დაუბრუნდა საერთაშორისო თანამეგობრობას, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო.
საუკუნეზე მეტი ხნის შემდეგაც, ჩვენი გული სიამაყით ივსება, რადგან ქართველმა ხალხმა მეოცე საუკუნის დასაწყისში შეძლო იმ დროისათვის პროგრესული, მოწინავე და ღირსეული სახელმწიფოს შექმნა.
დღეს საქართველო თავისუფალი და დემოკრატიული ქვეყანაა, რომელსაც აღიარებენ და პატივს სცემენ მთელს მსოფლიოში.
გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს და ვისურვებ, რომ ყველამ ერთად მომავალ თაობებს გადავცეთ გაძლიერებული და გამთლიანებული საქართველო!“ – წერს ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელში.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს