ვიტალი დარასელიას 66 წელი შეუსრულდებოდა

ავტორი
Front News საქართველო
ქართული ფეხბურთის ლეგენდას ვიტალი დარასელიას დღეს 66 წელი შეუსრულდებოდა.
დარასელია თბილისის “დინამოს” შემადგენლობაში 17 წლის ასაკში ჩაირიცხა და ჩატარებულ 273 მატჩში თავი 40-ჯერ გამოიჩინა.
ქართული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვან შეხვედრაში მას გადამწყვეტი გოლი აქვს გატანილი. 1981 წლის 13 მაისს თბილისის “დინამომ” “თასების მფლობელთა თასი” სწორედ დარასელიას გოლის წყალობით მოიგო.
ვიტალი დარასელია არის საბჭოთა კავშირის ჩემპიონი, საბჭოთა კავშირის თასის მფლობელი, “თასების მფლობელთა თასის” გამარჯვებული. იგი 1981 წელს დაასახელეს საბჭოთა კავშირის სპორტის დამსახურებულ ოსტატად.
დარასელია 1982 წლის 13 დეკემბერს ავტოკატასტროფის შედეგად გარდაიცვალა.
ნიკოლოზ ბუთლიაშვილი
თაგები:
ვიტალი დარასელია




