“ვითარება არაა ორდინალური, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა”


ავტორი
Front News საქართველო
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ლიდერი ნიკა მელია აცხადებს, რომ საჭიროების შემთხვევაში პარტიის ცენტრალურ ოფისს დატოვებს და ამაში ხელს ვერავინ შეუშლის.
ნიკა მელიას თქმით, ის აპირებს მონაწილეობა მიიღოს როგორც პოლიტიკურ აქტივობებში, ასევე საზოგადოებრივ ცხოვრებაშიც.
"ვმუშაობ, ვცხოვრობ, მანამდეც არაერთი ღამე გამითენებია ამ ოფისში, რომელიც იძლევა შესაძლებლობას, რომ ნორმალურად იმუშაო. ვითარება არაა ორდინალური, რაღა დაგიმალოთ, ტყუილს რატო გაკადრებთ, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ არ მივიღებ მონაწილეობას იმ აქტივობებში, რომელიც გაიმართება ოფისის მიღმა. არამარტო რუსთაველის აქციაზე, იქნება ეს გლდანი, თბილისის სხვადასხვა რაიონები, ვაპირებ უახლოეს დღეებში მივიღო მონაწილეობა. ვაპირებ პოლიტიკურ აქტივობებში მონაწილეობას, შაბათს პანაშვიდზეც უნდა მივიდე. ოფისიდან გასვლას ვაპირებ და ამას ვერავინ დაუდგება წინ, ღარიბაშვილი თუ ფარცხალაძე, ვინც არ უნდა დაინიშნოს", – განაცხადა ნიკა მელიამ "რუსთავი 2"-ის ეთერში.
თაგები:


მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს