Logo

“ვითხოვთ, ამუშავდეს “მოსკოვის მექანიზმი“, რაც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს”

პოლიტიკა
1117
Frontnews image description

4 პროდასავლური პოლიტიკური გაერთიანება ეუთო/ოდირს საქართველოში არჩევნების გაყალბების გამოძიების მოთხოვნით მიმართავს.

“ჩვენ, ევროპული კოალიცია ვაგრძელებთ მუშაობას, რომ საქართველო ევროპულ გზას დაუბრუნდეს, ამისთვის მივმართეთ ევროკავშირს, რომლის რეკომენდაციები უკვე ასახულია ევროკომისიის დასკვნაში.

ჩვენ ერთობლივ წერილზე მუშაობა დავასრულეთ, რომელიც ეუთო/ოდირს გაეგზავნება, სადაც ვითხოვთ, რომ ამუშავდეს „მოსკოვის მექანიზმი“, რომელიც პირველად გამოყენებული იყო 1991 წელს, რაც გულისხმობს, რომ ეუთო/ოდირმა საქართველოში სპეციალური მისია უნდა გამოაგზავნოს, რომელიც დეტალურად შეისწავლის ყველა კანონდარღვევებს და მიტაცებულ არჩევნებს, რომ ჩვენ სამომავლოდ თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას მოგვცემს. ასევე უნდა შეისწავლოს ის ძალადობრივი ფაქტები, რომელსაც რუსული რეჟიმი საკუთარი მოსახლეობის წინაშე ახორციელებს.

წერილს თან ახლავს “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ „რეპორტი“, სადაც ახსნილია ის ძალადობდა და ტერორიზმი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ხალხს მოუწყო, თუ როგორ გამოუცხადა ომი ივანიშვილმა ქართველ ხალხს, ვინაიდან მას სძულს ქართველები, როგორც სძულდა სტალინს.

ამ წერილში ფაქტობრივი მასალაა წარმოდგენილიყო, რომელიც სულ მალე ეუთო/ოდირის მეილებზე იქნება გაგზავნილი, ჩვენ ერთობლივად ვაგრძელებთ მუშაობას და ჩვენი მუშაობის შედეგია, რომ დღეს საქართველოს მოძალადე რეჟიმს სანქციები უწესდება“, – განაცხადა “კოალიცია ცვლილებისთვის” წევრმა გიორგი ბუტიკაშვილმა ერთობლივ ბრიფინგზე.

Advertisement