"ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ 6 დეკემბერს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან"

ავტორი
Front News საქართველო
პოლიტიკოსები, უფლებადამცველები და სამოქალაქო სექტორი მოქალაქეებს მოუწოდებენ, შაბათს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან დაგეგმილ საპროტესტო აქცია-მსვლელობას შეუერთდნენ, რომელიც საპროტესტო აქციების დროს ქიმიური ნივთიერების სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებულ ინფორმაციას შეეხება.
მათი განცხადებით, აღნიშნული საქმე საერთაშორისო გამოძიების საგანი უნდა გახდეს.
"რეაქციები ამ გამოძიებასთან დაკავშირებით ადასტურებს იმას, რომ ძალიან დიდი ალბათობით, "ქართული ოცნების" კრიმინალურმა რეჟიმმა გამოიყენა აკრძალული ქიმიური იარაღი საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ. ეს იარაღი გამოიყენა არა მხოლოდ იმ ადამიანების წინააღმდეგ, ვინც აქციაზე იყვნენ, არამედ მათ წინააღმდეგაც, ვინც რუსთაველის ახლოს ცხოვრობენ, მათ შორის ბავშვების წინააღმდეგ, რომლებიც სწავლობენ თბილისის კლასიკურ გიმნაზიაში. ეს არის უმძიმესი დანაშაული, როგორც საქართველოს კანონმდებლობით, ასევე საერთაშორისო სამართლის მიხედვით და რისი დადასტურების შემთხვევაშიც, პირადად ბიძინა ივანიშვილმა და კრიმინალური ჯგუფის სხვა ბევრმა წევრმა უნდა აგოს პასუხი საერთაშორისო სამართლის წინაშე", - განაცხადა "კოალიცია ცვლილებებისთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა გიგა ლემონჯავამ.
ბაკურ კვაშილავას განცხადებით, უაზრობაა "ქართული ოცნების" გამოძიება, რომელიც ხალხის დაშინებას გულისხმობს.
"ის გარემოება, რომ BBC-ის ჟურნალისტურმა გამოძიებამ აღმოაჩინა ქიმიური ელემენტების კვალი და არა დამოუკიდებელმა პროკურატურამ, ან ჯანდაცვის სამინისტრომ, მიუთითებს იმაზე, რომ სახელმწიფო ინსტიტუტების უზურპაცია არის "ქართული ოცნების" მიერ განხორციელებული, ამიტომ, უაზრობაა ის გამოძიება, რომელსაც "ქართული ოცნება" ვითომ ატარებს, ეს იმ ხალხის დაშინებას გულისხმობს, რომლებმაც ეს კვლევა ჩაატარეს. ჩვენ ვითხოვთ საერთაშორისო გამოძიებას და ამიტომ, მნიშვნელოვანია, ბევრი ვიყოთ შაბათს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან",- განაცხადა "თავისუფლების მოედნის" გენერალურმა მდივანმა ბაკურ კვაშილავამ.
"შაბათის მსვლელობა მიეძღვნება "ქართული ოცნების" მიერ ქართველი ხალხის ქიმიური იარაღით მოწამვლას და ძალიან მნიშვნელოვანია, ყველა შევიკრიბოთ 6 დეკემბერს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან, რომ არ მივცეთ უფლება ამ რეჟიმს, ეს დანაშაული დაფაროს", - განაცხადა "პრევენცია პროგრესისთვის" გამგეობის თავმჯდომარემ ტატო ქელბაქიანმა.
6 დეკემბერს, 19:00 საათზე ფილარმონიასთან აქციაა დაგეგმილი.

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა


