"ვიცავთ მედიას, ვიცავთ მედიის თავისუფლებას" - თბილისში დღეს მსვლელობა გაიმართება


ავტორი
Front News საქართველო
"ვიცავთ მედიას, ვიცავთ მედიის თავისუფლებას" - ამ ლოზუნგით თბილისში 14:00 საათზე მსვლელობაა დაგეგმილი.
მოქალაქეები მედიის თავისუფლების დასაცავად მარშს გამართავენ.
აქციის მონაწილეები სხვადასხვა ადგილას შეიკრიბებიან. განრიგი კი ასეთია:
13:30 – 14:00 შეკრება ავლაბრის მეტროსთან;
14:15 - მსვლელობა კომუნიკაციების ეროვნული კომისიისკენ.
15:00 – 16:00 - გამოსვლები და პროტესტი კომისიის შენობასთან.
აქციის ორგანიზატორების განცხადებით, მედიის დაცვა დემოკრატიის დაცვას ნიშნავს.
"დღეს მედიის დაცვა დემოკრატიის დაცვას ნიშნავს. მაშინ, როცა რუსული რეჟიმი თავისუფალ მედიას და ჟურნალისტებს თავს ესხმის, ეს ნიშნავს, რომ ის რეალობის წაშლას და გაჩუმებას ცდილობს მედიის წარმომადგენლების. ჩვენ ამას არავინ შევეგუებით, ამიტომ, დღეს უნდა დავდგეთ მედიის დასაცავად, ვინც ამ ბრძოლაში დგას ჩვენ გვერდით", - განაცხადა თათია მექვაბიშვილმა.
თაგები:
მსვლელობა

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს