“ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას”


ავტორი
Front News საქართველო
მივესალმებით საქართველოში გუშინ მიღწეულ შეთანხმებას, რომელიც ასრულებს ქვეყანაში პოლიტიკურ კრიზისს, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში განაცხადეს.
მათივე განცხადებით, შეთანხმებამ, რომელიც მიღწეული იქნა ევროპული საბჭოს პრეზიდენტის მედიაციით, მოითხოვა მძიმე კომპრომისი ყველა მხარისგან.
„უპირველეს ყოვლისა, ამან მოითხოვა პოლიტიკური გამბედაობა და ვალდებულება საქართველოს მოსახლეობის წინაშე, რომ გაგრძელდეს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და კანონის უზენაესობის გაძიერების კუთხით რთული სამუშაო. ეს არის საქართველოს დემოკრატიული განვითარების მნიშვნელოვანი პროგრესის ნიშანი. ამის შესრულებაც თანაბრად მნიშვნელოვანი იქნება და ჩვენ ვიწვევთ პარლამენტის ინდივიდუალურ და დარჩენილ პარტიებს, რათა ხელი მოაწერონ შეთანხმებას, რომ საქართველოს მოსახლეობის მიერ არჩეულმა ყველა წარმომადგენლემა შეძლოს მუშაობის დაწყება იმ გამოწვევებზე, რომლებიც საქართველოს წინაშე დგას.
ამერიკის შეერთებული შტატები მოწოდებულია, დაეხმაროს საქართველოს პარლამენტს, რომ დავრწუმინდეთ, ეს შეთნხმება მიღწეული იქნება და როგორც ყოველთვის, ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს თავის გზაზე ევროატლანტიკურ ოჯახში სრულ ინტერგაციაში“, – აცხადებენ სახელმწიფო დეპარტამენტში.
თაგები:


მოძრაობა “სირცხვილია” მოუწოდებს ხელისუფლებასა და ოპოზიციურ პარტიებს, ხელი მოაწერონ შეთანხმებას

WSJ – უკრაინამ და აშშ-მა წიაღისეულის შეთანხმებას შესაძლოა, დღეს მოაწერონ ხელი

საქართველოსა და ესპანეთის სამეფოს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარების და გადაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა