“ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის მეგობრები და “ნაციონალური მოძრაობის” წევრები არიან შეკრებილი

ავტორი
Front News საქართველო
კლინიკა “ვივამედთან” მიხეილ სააკაშვილის თანამებრძოლები, “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლები, ოჯახის წევრები და გულშემატკივრები არიან შეკრებილები. მათი მოთხოვნაა, რომ პრეზიდენტთან დაუყოვნებლივ დაუშვან ამერიკელი ექსპერტი კობი.
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის გიორგი ჩალაძის განცხადებით, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა ძალიან მძიმეა.
“პრეზიდენტს დამოუკიდებლად ფეხზე დგომა, წონასწორობის დაცვა არ შეუძლია, ვერ გადაადგილდება და ეს არის ძალიან სამწუხარო ფაქტი.
ახლა ყველა უნდა მორჩეს საუბარს ყველაფერზე და გადავიდეთ მოქმედებაზე. არსებობს გზები არსებობს კანონი, შესაბამისი მუხლი და რაც შეიძლება მალე უნდა დავუშვათ ექიმი კობი. ეს გვჭირდება, რომ დასრულდეს ექსპერტიზა და შედეგები დაიდოს. ეს არის სირცხვილი, ადამიანი, რომელიც ვნახეთ ჯანმრთელი და საღსალამათი, დღეს ამ მდგომარეობაშია“, – განაცხადა გიორგი ჩალაძემ.
თაგები:
მიხეილ სააკაშვილი




