
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე “ევროპული საქართველოს“ წევრის ლაშა დამენიას განცხადებას ეხმიანება.
“ლაშა დამენიასგან 1 აღიარება და 1 ტყუილი მოვისმინეთ.აღიარება – რომ ,,ევროპული საქართველო” არც იყო და ახლა მით უფრო აღარ არის ანგარიშგასაწევი პოლიტიკური ძალა, არც გიგა ბოკერიას დიადი იდეები და ხედვები აინტერესებს ვინმეს, მისი პარტიის რამდენი ასეული წევრის გარდა.
ტყუილი – რომ ,,ევროპული საქართველო” პარლამენტში არ შევიდა: ევროპულმა საქართველომ აიღო 72 986 ხმა, 3.79%, სიით აიღო 5 მანდატი, საიდანაც 4 დეპუტატი შევიდა პარლამენტში: დავით ბაქრაძე, შალვა შავგულიძე, არმაზ ახვლედიანი, ტარიელ ნაკაიძე.პარტია იღებს საბიუჯეტო დაფინანსებას 1 124 409 ყოველწლიურად და დაფინანსდება 4 წლის განმავლობაში.ჰყავს ყველა დონის საარჩევნო კომისიაში წევრი (ცესკო, ოლქი, უბანი).
გიგა ბოკერია ვერ მოხვდა იმ ხუთეულში და ამიტომაც შეუერთდა ბოიკოტს. აღიარება ძალიან კარგი თვისებაა, მაგრამ საზოგადოების და საკუთარი ამომრჩევლების შეცდომაში შეყვანა და მოტყუება არა, სწორედ ამ ტყუილისთვის აგებთ პასუხს 2024 წლის საქართველოს პარლამანტის არჩევნებზე და თუ გავითვალისწინებთ თქვენი მხარდამჭერების შემცირების ტენდენციას ალბათ 15 000 ხმასაც ვეღარ აიღებთ”, – წერს ვლადიმერ ბოჟაძე Facebook-ზე.
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს