
ავტორი
Front News საქართველო
თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე ანდრეი კასიანოვის განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში.
ბოჟაძე წერს, რომ მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება უკრაინას.
“რუსეთ-უკრაინის ომიდან თითქმის 1 წლის განმავლობაში 200 000-მდე უკრაინის მოქალაქე შემოვიდა საქართველოში, მათგან 30 000-ზე მეტი დღესაც ცხოვრობს, მუშაობს და სწავლობს, ასევე ასიათასობით რუსეთის მოქალაქე შემოვიდა და გავიდა ქვეყანაში, მაგრამ არ დაფიქსირებულა არცერთი ინციდენტი ან კონფლიქტი უკრაინელებსა და რუსებს შორის.
დღეს როდესაც არავინ იცის რეალურად აღდგება თუ არა პირდაპირი ფრენები, (სახმელეთო გზით მიმოსვლა არც არასდროს შეწყვეტილა) ასეთი ტიპის განცხადება არის კიდევ ერთი მცდელობა ბზარი შეიტანონ საქართველო-უკრაინის ურთიერთობებში, რაც ძალიან სამწუხაროა…
მიუხედავად ყველაფრისა, საქართველოს ხელისუფლების და ხალხის სრული მხარდაჭერა აქვს და მომავალშიც ექნება უკრაინას!“- წერს ვლადიმერ ბოჟაძე
თაგები:

მასკი - ჩემი, როგორც სპეციალური სამთავრობო თანამშრომლის დრო ამოიწურა, მინდა, მადლობა გადავუხადო პრეზიდენტ ტრამპს

ქოლ-ცენტრების საქმეზე 4 პირი დააკავეს, ორ ფიზიკურ და ერთ იურიდიულ პირს კი ბრალი დაუსწრებლად წარედგინა

ევროკავშირის მხარდაჭერით “Front News საქართველო” გრაფიკული დიზაინით და ხელოვნებით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ენერგოეფექტურობის შესახებ კონკურსში მონაწილეობის მისაღებად იწვევს